
- By Keti Khomeriki
- In სიახლეები
საქართველოს, მოლდოვის, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული პერსპექტივის მხარდაჭერა – რა წერია რეზოლუციაში, რომლის ინიცირებაც ქართველი ოპოზიციონერებისა და უკრაინის დელეგაციის უარის გამო ვერ მოხერხდა
საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის მხარდაჭერა, მოწოდება რუსეთისადმი, გაიყვანოს სამხედრო ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან, უკრაინაში სამხედრო მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტა, – ამ საკითხებს მოიცავს რეზოლუცია, რომლის ინიცირებაც ქართველი ოპოზიციონერებისა და უკრაინის დელეგაციის უარის გამო „ევრონესტის“ საპარლამენტო ასამბლეაზე ვერ მოხერხდა. კერძოდ, რეზოლუციის პროექტში, სახელწოდებით „საქართველოს, მოლდოვის რესპუბლიკისა და უკრაინის გზის მხარდაჭერის შესახებ ევროკავშირის წევრობისკენ“ ნათქვამია: „- ითვალისწინებს 2023










