
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, იაპონიის საელჩოს დახმარებით, კიდევ ორ სახანძრო-სამაშველო ავტომობილს მიიღებს
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, იაპონიის საელჩოს დახმარებით, კიდევ ორ სახანძრო-სამაშველო ავტომობილს მიიღებს. იაპონიის საელჩოში გამართულ ოფიციალურ ცერემონიაზე საგრანტო ხელშეკრულებას ხელი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა და იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, იშიძუკა ჰიდეკიმ მოაწერეს. ოფიციალური მიღების ფარგლებში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა დამსწრეებს სიტყვით მიმართა და ელჩს გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. ახალი სახანძრო-სამაშველო










