
ირაკლი კობახიძე – ნამდვილად დაიწერა ისტორია, სიტყვებით შეუძლებელია ამ ბედნიერებისა და სიამაყის განცდის აღწერა, რაც გუშინდელმა დღემ მოგვანიჭა
დღეს გვაქვს განსაკუთრებული და ემოციური დღე, შესაბამისად, განსაკუთრებული სხდომა, – ასე დაიწყო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძე მთავრობის დღევანდელი სხდომა. ირაკლი კობახიძემ გუშინდელი გამარჯვება ყველას მიულოცა. „მინდა, მოგილოცოთ გუშინდელი ისტორიული გამარჯვება, ისტორიული წარმატება ყველას, ჩვენ თანამოქალაქეებს, ემიგრანტებსა და, რაც მთავარია, ჩვენს ფეხბურთელებს ვულოცავ ამ გამარჯვებას. გუშინ ნამდვილად ისტორია დაიწერა, ეს თამამად შეიძლება ითქვას. 30 წლის წინ










