
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
მედიის ცნობით, აზერბაიჯანში ამხილეს პირები, რომლებიც ტერაქტების განხორციელებას გეგმავდნენ
აზერბაიჯანში ამხილეს პირები, რომლებიც ტერაქტების განხორციელებას გეგმავდნენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედიასაშუალებები ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებენ. როგორც უწყებაში აცხადებენ, დაკავებულია აზერბაიჯანის მოქალაქე, ბაჰრუზ ასკეროვი, რომელიც რუსეთის ფედერაციის ქალაქ მურმანსკში ცხოვრობს. მათივე ცნობით, აღნიშნული პირი სხვა პირებს დაეკონტაქტა აზერბაიჯანში ტერორისტული აქტის მოწყობის მიზნით, რასაც ადამიანების სიკვდილი უნდა მოჰყოლოდა. კერძოდ, გამოძიების მიხედვით, ასკეროვი აზერბაიჯანის სხვადასხვა რეგიონში










