
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
„ჰიუმან რაითს ვოჩი“ – უცხოეთის აგენტების შესახებ კანონები ევროპასა და შუა აზიაში ვრცელდება მაშინ, როდესაც ევროკავშირი ყოყმანობს სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას
„ჰიუმან რაითს ვოჩის“ განცხადებით, უცხოეთის აგენტების შესახებ კანონები ევროპასა და შუა აზიაში ვრცელდება მაშინ, როდესაც ევროკავშირი ყოყმანობს სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას. როგორც უფლებადამცველი ორგანიზაციის განცხადებაშია აღნიშნული, სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვების ახალ ტალღას წინ უსწრებდა 2023 წლის დეკემბერში ევროკომისიის საკანონმდებლო წინადადება „ინტერესთან წარმომადგენლობის გამჭვირვალობის“ შესახებ, რაც გულისხმობს უცხოეთიდან დაფინანსებულ ორგანიზაციათა რეესტრის შექმნას. „ევროპული სამოქალაქო საზოგადოება მკაცრად ეწინააღმდეგება ამ






