
- By Keti Khomeriki
- In პოლიტიკა, სიახლეები
ლევან ხაბეიშვილი – როგორც რიგითი მოქალაქე და ევროპული მომავლისთვის მებრძოლი, ვიქნები ყველგან, სადაც დასჭირდება საქართველოს ევროპულ მომავალს
წარმოუდგენლად მძიმეა იმის ყურება, რასაც ხელისუფლების დაკარგვის შიშით აკეთებს ივანიშვილის გავეშებული პარტია და ივანიშვილი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. „უმძიმესია ის კადრები, რაც საქართველოს მოქალაქეებმა ნახეს, ხარებას, გომელაურის, ივანიშვილის ზონდერები როგორ უსწორდებიან საქართველოს მოქალაქეებს. ძალიან მძიმე კი არა, ეს არის ზღვარგადასული, წარმოუდგენელია, შეუძლებელია, ამას ოკუპანტი რუსი არ უკეთებს ქართველს და ქართველი










