
- By Keti Khomeriki
- In პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი – პრემიერი მიმართავს შეცდომაში შეყვანილ ახალგაზრდებს და ჰყვება ნიშანდობლივ ისტორიას, არ შეიძლება, მათ შორის, ახალგაზრდა იყოს სუბიექტური და ობიექტურად არ მიუდგეს საკითხებს
პრემიერი მიმართავს ახალგაზრდებს, ვინც შეცდომაშია შეყვანილი და ჰყვება ნიშანდობლივ ისტორიას, არ შეიძლება, მათ შორის, ახალგაზრდა იყოს სუბიექტური და ობიექტურად არ მიუდგეს საკითხებს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ღია წერილთან დაკავშირებით განაცხადა. მისივე თქმით, პრემიერის წერილში ნათლად ჩანს, რომ სახელმწიფო იზრუნებს ყველა ადამიანზე, მათ შორის, იმათზე, ვინც შეცდომაშია შეყვანილი.







