
ირაკლი კობახიძე საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელებს შეხვდა
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, თბილისის მერთან, კახა კალაძესთან ერთად, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელებს შეხვდა. საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მთავრობის მეთაური დიუსელდორფში ჩავიდა და ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობამდე ქართველ ფეხბურთელებს წარმატებები უსურვა. მათივე ცნობით, პრემიერმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ეროვნული ნაკრების ისტორიულ გამარჯვებას, რომელმაც მთელი ქვეყანა გააერთიანა და აღნიშნა, რომ მათ ევროპის ჩემპიონატზე, მრავალრიცხოვან ქართველ მაყურებელთან









