სინოპტიკოსების პროგნოზით, მაღალი ტემპერატურის ფონზე, 16 ივნისამდე ცალკეულ რაიონებში შენარჩუნებული იქნება ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება
გარემოს ეროვნული სააგენტო 13-15 ივნისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების პროგნოზით, მაღალი ტემპერატურის ფონზე, 16 ივნისამდე საქართველოს ცალკეულ რაიონებში შენარჩუნებული იქნება ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. თბილისში 13 ივნისს, შესაძლოა, ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს, 14-15 ივნისს კი თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +32, +34 გრადუსი დაფიქსირდება.










