
- By Keti Khomeriki
- In პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე – ოპოზიცია გადაწყვეტილებებში დამოუკიდებელი არ არის, მოქმედებენ დავალებებით, „ლელოს“ და ელისაშვილის გაერთიანება სერიოზული არ არის, ბარიერის გადალახვის შანსი არ აქვთ
„ლელოს“ და ელისაშვილის გაერთიანება სერიოზული არ არის, მათ ბარიერის გადალახვის არავითარი შანსი არ აქვთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძის თქმით, ოპოზიციონერები გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად არ იღებენ, არამედ დაკვეთის შესაბამისად მოქმედებენ. „ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ ეს ადამიანები, პოლიტიკოსები, ოპოზიციონერები არ არიან დამოუკიდებელი საკუთარ გადაწყვეტილებებში. ერთმანეთს ლანძღავდნენ უშვერი სიტყვებით, ერთმანეთის მიმართ იყენებდნენ ისეთ შეფასებებს,










