- By Keti Khomeriki
- In სამართალი
ადვოკატი მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ სასამართლოში გამოკითხვისას საუბარი იყო ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნების წინააღმდეგ შესაძლო ტერორისტული აქტის მომზადებაზე
საქართველოში თურმე იგეგმება ტერორისტული აქტი, რომლითაც უნდა მოხდეს ხელისუფლების გადატრიალება, – ამის შესახებ ტერორიზმისა და შეთქმულების მომზადების საქმეზე გამოკითხული პირის, გელა კახაბრიშვილის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომელიც სასამართლოში დღევანდელ სხდომას დაესწრო. მისივე თქმით, სასამართლოში გამოკითხვის დროს საუბარი იყო „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ სხვა მაღალჩინოსნების წინააღმდეგ შესაძლო ტერორისტული აქტის მომზადებაზე.









