
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
ევროპის მშვიდობის ფონდი სომხეთის შეიარაღებულ ძალებს ათი მილიონი ევროთი დაეხმარება
ევროპის მშვიდობის ფონდი სომხეთის შეიარაღებულ ძალებს ათი მილიონი ევროს დახმარებას გაუწევს. დახმარების ზომების შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირის საბჭომ დღეს დაამტკიცა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ევროკავშირმა სომხეთის მხარდაჭერა ევროპის მშვიდობის ფონდიდან გადაწყვიტა. ამ დახმარების მიზანია, გააძლიერონ სომხეთის შეიარაღებული ძალების ლოგისტიკური შესაძლებლობები და ხელი შეუწყონ მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის გაძლიერებას კრიზისისა და საგანგებო სიტუაციების დროს. ის ასევე მიზნად ისახავს










