
- By Keti Khomeriki
- In პოლიტიკა
რომან გოცირიძემ პოლიტიკური ჯგუფის, „ევროოპტიმისტების“ ერთწლიანი საპარლამენტო საქმიანობა შეაჯამა
ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ პოლიტიკური ჯგუფის, „ევროოპტიმისტების“ ერთწლიანი საპარლამენტო საქმიანობა შეაჯამა. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენცოაზე გოცირიძემ განაცხადა, ამ პერიოდის განმავლობაში, პოლიტიკური ჯგუფის წევრები იყენებენ როგორც საკანონმდებლო, ისე მაკონტროლებელ უფლებამოსილებებს. მისი განმარტებით, პოლიტიკური ჯგუფის წევრების მიერ საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირდა 25 საკანონმდებლო ინიციატივა, რომელთაგან სამი იყო რეზოლუციის პროექტი და ორი პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებებს ეხებოდა. „კანონპროექტები შეეხებოდა სხვადასხვა










