
საბაჟო დეპარტამენტის კინოლოგიის ცენტრს სამსახურებრივი ძაღლები შეემატნენ
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტს ახალი ოთხფეხა მცველები – ბელგიური ნაგაზის ჯიშის ძაღლები – „დუგო“, „სონია“, „კაოსი“ და „დექსტრა“ შეემატნენ. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, თურქეთის რესპუბლიკის საბაჟო სამსახურის დახმარებით, უკანონო თამბაქოს ნაწარმის აღმოჩენისთვის გაწვრთნილი ოთხი სამსახურებრივი ძაღლი შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტმა თურქული კომპანია FlyDog-სგან შეიძინა. „საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად, სამსახურებრივი ძაღლები საგრანტო










