
- By Keti Khomeriki
- In პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი – ხაზარაძე-ჯაფარიძის ოთხწლიანი პოლიტიკური თაღლითობა გუშინ პარიზის არბიტრაჟის გადაწყვეტილებით დასრულდა
მამუკა ხაზარაძემ, ბადრი ჯაფარიძემ და მათმა კომპანიამ ფაქტობრივად რვა წელი დააკარგვინეს სახელმწიფოს ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ხაზარაძე-ჯაფარიძის ოთხწლიანი პოლიტიკური თაღლითობა გუშინ პარიზის არბიტრაჟის გადაწყვეტილებით დასრულდა. „ხაზარაძემ, ჯაფარიძემ და მათმა კომპანიამ ფაქტობრივად რვა წელი დააკარგვინეს სახელმწიფოს ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით; ოთხი წელი ხელშეკრულების გაფორმებიდან, როდესაც ისინი ფაქტობრივად










