
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
„ვაშინგტონ პოსტი“ – ისრაელი და „ჰამასი“ მძევლების გათავისუფლებისა და ზავის შეთანხმების ჩარჩოზე შეთანხმდნენ
ისრაელი და „ჰამასი“ მძევლების გათავისუფლებისა და ზავის შეთანხმების ჩარჩოზე შეთანხმდნენ და მოლაპარაკებებს აწარმოებენ მისი განხორციელების დეტალებზე, – ამის შესახებ ინფორმაციას „ვაშინგტონ პოსტი“ ავრცელებს. გამოცემის თანახმად, შეთანხმების მეორე ეტაპზე მთავარი ნაბიჯი იყო ორივე მხარის თანხმობის მიღწევა, რომ ღაზის „დროებითი მმართველობა“ პალესტინის ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილმა ძალებმა განახორციელონ. ამ გეგმით, ღაზის სექტორის მართვაში არც „ჰამასი“ და არც ისრაელი









