
- By Keti Khomeriki
- In პოლიტიკა
კახა კალაძე – არასამთავრობო ორგანიზაციების დიდი ნაწილი არის ჩვეულებრივი პოლიტიკური ორგანიზაცია
ძალიან დიდი სისულელეა საუბარი იმაზე, რომ აღნიშნული კანონპროექტი, რომელიც იქნა მიღებული, არის არაკონსტიტუციური, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა, როდესაც მას ოპოზიციის და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან აღნიშნულ კანონთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანაზე ჰკითხეს. თბილისის მერის თქმით, ამ კანონის ერთადერთი მიზანი არსამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფაა. „როგორ შეიძლება, გამჭვირვალობა იყოს არაკონსტიტუციური?










