
კახა კალაძემ დიდ დიღომში სკვერის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა
დიდ დიღომში, როსტევანისა და ასმათის ქუჩების კვეთაზე სკვერი ეწყობა. თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე სამუშაოები დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ დაათვალიერა. „დიდ დიღომში კიდევ ერთი რეკრეაციული პროექტი მიმდინარეობს. აღნიშნული სკვერი მდებარეობს როსტევანისა და ასმათის ქუჩების კვეთაზე და ნახევარ ჰექტარ ტერიტორიას მოიცავს. სამუშაოები რამდენიმე კვირაში დასრულდება. პროექტის ფარგლებში, გაკეთდა სასეირნო ბილიკი, გამოყოფილია ასევე ველობილიკი, ბავშვებისთვის გათვალისწინებულია









