
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
ბენიამინი ნეთანიაჰუ – ბეირუთზე თავდასხმის შემდეგ ყველა მხრიდან მუქარა ისმის, ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი სცენარისთვის და ვიდგებით ერთიანად, მტკიცედ ნებისმიერი საფრთხის წინააღმდეგ
ისრაელი ნებისმიერი სცენარისთვის მზად არის, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ სატელევიზიო მიმართვისას განაცხადა. ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელი ახლა ირანთან ომშია და რთული დღეები წინ არის. „ისრაელის მოქალაქეებო, რთული დღეები წინაა. ბეირუთზე თავდასხმის შემდეგ მუქარა ისმის ყველა მხრიდან. ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი სცენარისთვის და ჩვენ ვიდგებით ერთიანად, მტკიცედ ნებისმიერი საფრთხის წინააღმდეგ“, – განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა