
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
„ბიბისი“ – დონალდ ტრამპი თავდასხმის შემდეგ მხარდამჭერებს ღია სივრცეში პირველად შეხვდა, ტრიბუნასთან ტყვიაგაუმტარი მინა იყო დამონტაჟებული
დონალდ ტრამპი თავდასხმის შემდეგ მხარდამჭერებს ღია სივრცეში პირველად შეხვდა. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს. ტრამპის უსაფრთხოებისთვის, ტრიბუნასთან ტყვიაგაუმტარი მინა იყო დამონტაჟებული, მიმდებარე შენობების სახურავებზე კი სნაიპერები იყვნენ. ჩრდილოეთ კაროლინაში მხარდამჭერებთან გამართულ შეხვედრაზე ტრამპმა ბაიდენის ადმინისტრაცია სამუშაო სტატისტიკით მანიპულირებაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ დაამატა „818 000 სამუშაო ადგილი, რომელიც არ არსებობს“. „ჰარის-ბაიდენის ადმინისტრაცია თაღლითურად მანიპულირებდა









