
სინოპტიკოსების პროგნოზით, 20-22 აგვისტოს საქართველოში უმეტესად ცხელი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოეს დღეებში დასავლეთ საქართველოში ცხელი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონებში მაღალი ტემპერატურის ფონზე, შესაძლოა, ხანმოკლე წვიმა და ელჭექი აღინიშნოს. თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +34, +36 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) ცხელი და









