
კახა კალაძის ინფორმაციით, „თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდი“ ორ ახალ პროექტს ახორციელებს
„თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდი“ ორ ახალ პროექტს ახორციელებს. პროექტების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე მიაწოდა. „ერთი წლის წინ მერიის ხელშეწყობით შეიქმნა ახალი თანამედროვე ხელოვნების ინსტიტუცია „თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდი“. ფონდი აცხადებს კონკურსებს და გამარჯვებული არტისტების ნამუშევრები ქალაქის სხვადასხვა უბნის საჯარო სივრცეებში დროებით იფინება. უკვე განხორციელდა შვიდი პროექტი. მინდა, ინფორმაცია








