
- By Keti Khomeriki
- In სიახლეები
შალვა პაპუაშვილი – „ნაციონალური მოძრაობა“ აგვისტოს ომის თარიღებს კი არა, შობის თარიღებს წევს, სინამდვილეში ეს მათთვის არის ჩვეულებრივი რიცხვები
სამწუხაროა, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობისგან“ ყველაფერს შეჩვეული ვართ, რომ ყველაფერზე სპეკულირებენ, მათ შორის, ომზეც შეუძლიათ სპეკულირება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განაცხადა. მისივე თქმით, სინამდვილეში რადიკალური ოპოზიციისთვის ეს არის ჩვეულებრივი რიცხვები, როგორც მათთვის ქვა-ღორღი იყო ის 125 სოფელი, რომელზე კონტროლიც საქართველომ მაშინ დაკარგა. „ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, ვისთან გვაქვს საქმე.









