
გარემოს ეროვნული სააგენტო – საქართველოს ზოგიერთ რაიონში, ასევე დედაქალაქში ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების მატება, რაც ძირითადად ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს ზოგიერთ რაიონში, ასევე, დედაქალაქში, 30 აგვისტოდან ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება, რაც ძირითადად ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და სამხრეთ-დასავლეთიდან, სამხრეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების მცირედ გავრცელებით არის განპირობებული. მათივე ცნობით, აღსანიშნავია, რომ ტრანსსასაზღვრო დაბინძურება წლის განმავლობაში გარკვეულ დღეებში ფიქსირდება ანალოგიური სინოპტიკური სიტუაციის დროს „საქართველოს გარემოს დაცვისა









