
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
დიდ ბრიტანეთში არეულობების დროს დაკავებულთა რიცხვმა 400-ს მიაღწია, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მორიგი საგანგებო თათბირი გამართა
დიდ ბრიტანეთში მიმდინარე არეულობების დროს დაკავებულთა რიცხვმა 400-ს მიაღწია. როგორც „ბიბისი“ წერს, მათგან 100-ს ბრალი ფორმალურად უკვე წაუყენეს. 6 აგვისტოს, საღამოს არეულობა იყო ბელფასტში, ბრისტოლში, დარლინგტონსა და პლიმუტში. „ბიბისის“ ინფორმაციით, 6 აგვისტოს, დილით ბრისტოლში არეულობის მონაწილეებმა მანქანით შეამტვრიეს ებრაული დრონების მწარმოებელი კომპანიის, „ელბით სისტემსის“ ქარხნის კარი. გავრცელებული ცნობით, მანქანიდან 10-მდე ადამიანი გადმოვიდა და ინსტრუმენტებისა და








