
თბილისის მერია ბროწეულის ქუჩაზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების ადგილას გაჩენილ ბზარებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
საბურთალოს რაიონში, ბროწეულის ქუჩა N5-ში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების ადგილას გაჩენილი ბზარების შესახებ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ფოტომასალასთან დაკავშირებით თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს. „საზოგადოების ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს, გამოვეხმაუროთ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ფოტომასალას საბურთალოს რაიონში, ბროწეულის ქუჩა N5-ში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების ადგილას გაჩენილი ბზარების შესახებ. აღნიშნულ მისამართზე, თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის ბრძანებით, შეთანხმებულია მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის პროექტი, რომელსაც









