
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
„როიტერი“ – ერაყში სამხედრო ბაზაზე თავდასხმის შედეგად რამდენიმე ამერიკელი სამხედრო დაშავდა
ერაყში სამხედრო ბაზაზე თავდასხმის შედეგად რამდენიმე ამერიკელი სამხედრო დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს. ოფიციალური პირების განცხადებით, სავარაუდო სარაკეტო თავდასხმა ერაყში, ალ-ასადის საჰაერო ბაზაზე განხორციელდა. „ბაზის პერსონალი აწარმოებს თავდასხმის შემდგომი ზარალის შეფასებას“, – განუცხადა ერთ-ერთმა წყარომ „როიტერს“. ამასთან, წყარომ უსაფრთხოების სამსახურიდან აღნიშნა, რომ ერაყის დასავლეთით მდებარე ბაზისკენ ორი რაკეტა „კატიუშა“








