
უახლოეს დღეებში საქართველოს ზოგიერთ რაიონში წვიმიანი ამინდი იქნება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, თბილისში 5-6 აგვისტოს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი, 7 აგვისტოს დღისით შესაძლებელია, დაფიქსირდეს ხანმოკლე წვიმა ელჭექით, იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. 7-8 აგვისტოს ქალაქის გარეუბნებში დროგამოშვებით შესაძლებელია ქარის 18-20 მ/წმ-მდე გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა +32 +34 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) 5-6 აგვისტოს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 7-8 აგვისტოს









