
- By Keti Khomeriki
- In პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე – რაჭის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ტურისტული ინფრასტრუქტურა, მოვიძიეთ ლოკაციები, სადაც ყველაზე ეფექტიანად შეიძლება მსხვილი ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება
რაჭის განვითარებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება, ამისათვის ჩატარდა სამუშაოები, მოვიძიეთ ლოკაციები, სადაც ყველაზე ეფექტიანად შეიძლება ტურიზმის, მათ შორის, მსხვილი ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს მრავალძალში განუცხადა. კობახიძემ დღეს დაათვალიერა რამდენიმე ადგილი, სადაც შესაძლებელი იქნება ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება. „ერთ-ერთი ასეთი ლოკაციაა მრავალძალის ზონა, სადაც შეიძლება, ძალიან კარგად განვითარდეს ტურისტული









