• September

      29

      2024
    • 67
    • 0
    წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ,,ქართული ოცნების,, ვაკის რაიონის დელეგატი ზუკა რურუა მოსახლეობას შეხვდა

    წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ,,ქართული ოცნების,, ვაკის რაიონის დელეგატი ზუკა რურუა მოსახლეობას შეხვდა

    წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ,,ქართული ოცნების,, ვაკის რაიონის დელეგატი ზუკა რურუა ვაკის გამგებელთან ერთად მრგვალ ბაღში მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე ყურადღება 26 ოქტომბრის არჩევნებზე გამახვილდა. განიხილეს სამომავლო გეგმებიც. ასევე საუბარი შეეხო უკვე მიმდინარე პროექტებს. მოსახლეობასთან შეხვედრის დროს ზუკა რურუამ განსაკუთრებული აქცენტი ქვეყნის მშვიდობასა და სტაბილურობის შენარჩუნებაზე გააკეთა. ავტორი: ირაკლი გუნია

    • September

      29

      2024
    • 62
    • 0
    ჯანდაცვის მინისტრის მონაწილეობით ქუთაისში აფხაზეთიდან იძულებით გაადაადგილებულ პირებთან შეხვედრა გაიმართა

    ჯანდაცვის მინისტრის მონაწილეობით ქუთაისში აფხაზეთიდან იძულებით გაადაადგილებულ პირებთან შეხვედრა გაიმართა

    საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მონაწილეობით ქუთაისში აფხაზეთიდან იძულებით გაადაადგილებულ პირებთან შეხვედრა გაიმართა. სადაც ითქვა, რომ ქუთაისში ნიკეას ქუჩაზე სამი 12 სართულიანი კორპუსის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა. პროექტის ფარგლებში 720-ი დევნილი ოჯახი ახალი სტანდარტების, გარემონტებულ ბინას მიიღებს. გარდა ამისა, ქუთაისში კიდევ ერთ ლოკაციაზე მიმდინარეობს დევნილებისთვის ბინების მშენებლობა. ჯამში კი, ქუთაისში რამდენიმე თვეში 1040 ოჯახს სრულიად გარემონტებული ბინა გადაეცემა.

    • September

      29

      2024
    • 58
    • 0
    ლიბანური მედიის ცნობით, ისრაელის მხრიდან ბოლო რამდენიმე საათში განხორციელებულ თავდასხმებს, სულ მცირე, 15 ადამიანი ემსხვერპლა

    ლიბანური მედიის ცნობით, ისრაელის მხრიდან ბოლო რამდენიმე საათში განხორციელებულ თავდასხმებს, სულ მცირე, 15 ადამიანი ემსხვერპლა

    ლიბანური მედიის ცნობით, ისრაელის მხრიდან ბოლო რამდენიმე საათში განხორციელებულ თავდასხმებს ლიბანში, სულ მცირე, 15 ადამიანი ემსხვერპლა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, ხოლო კიდევ ცხრა ბექაას ხეობაში, რაც „ჰეზბოლას“ დასაყრდენია ლიბანის ჩრდილო-აღმოსავლეთში. ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, სამი ადამიანი დაიღუპა ლიბანის სამხრეთით მდებარე ქალაქ ანკუონში. ცნობისთვის, გასულ ღამეს ისრაელმა „ჰეზბოლას“ ცენტრალურ შტაბ-ბინაზე

    • September

      29

      2024
    • 50
    • 0
    ლონდონში ბრექსიტის მოწინააღმდეგე ასობით ადამიანი შეიკრიბა, რომლებიც მოუწოდებენ ბრიტანეთის მთავრობას, კვლავ შეუერთდეს ევროკავშირს

    ლონდონში ბრექსიტის მოწინააღმდეგე ასობით ადამიანი შეიკრიბა, რომლებიც მოუწოდებენ ბრიტანეთის მთავრობას, კვლავ შეუერთდეს ევროკავშირს

    ლონდონის ქუჩებში ბრექსიტის მოწინააღმდეგე ასობით ადამიანი შეიკრიბა, რომლებიც მოუწოდებენ ბრიტანეთის მთავრობას, კვლავ შეუერთდეს ევროკავშირს, რადგან, მათი თქმით, ორგანიზაციიდან გასვლა ქვეყნისთვის ყველაზე ცუდი გადაწყვეტილება იყო. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ბრექსიტმა მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა ბრიტანეთის ეკონომიკასა და რიგითი ადამიანების ცხოვრებას. „ბრექსიტი არის ყველაზე ცუდი რამ, რაც საუკუნეების განმავლობაში ბრიტანეთში მოხდა. ეს გადაწყვეტილება ყველას

    • September

      29

      2024
    • 66
    • 0
    ირანი გაერო-ს უშიშროების საბჭოს მოწვევას ითხოვს

    ირანი გაერო-ს უშიშროების საბჭოს მოწვევას ითხოვს

    ირანი გაერო-ს უშიშროების საბჭოს დაუყონებლივ დანიშვნას ითხოვს მას შემდეგ, რაც ისრაელის მხრიდან განხორციელებული თავდასხმების შედეგად „ჰეზბოლას“ ლიდერი ჰასან ნასრალა მოკლეს. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს. საბჭოს 15 წევრისადმი გაგზავნილ წერილში, გაერო-ში ირანის ელჩი ამირ ირავანი აღნიშნავს, რომ თეირანი არ მოითმენს „ნებისმიერ თავდასხმას თავისი ქვეყნის დიპლომატიურ შენობებსა და წარმომადგენლებზე“. „ირანი არ დააყოვნებს, გამოიყენოს თავისი უფლებები, რომელიც საერთაშორისო

    • September

      29

      2024
    • 50
    • 0
    ილია დარჩიაშვილი გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის პრეზიდენტს, ფილემონ იანგს შეხვდა

    ილია დარჩიაშვილი გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის პრეზიდენტს, ფილემონ იანგს შეხვდა

    გაერო-ს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის პრეზიდენტთან, ფილემონ იანგთან. საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს ორგანიზაციის ფარგლებში საქართველოსთან არსებული წარმატებული თანამშრომლობა. „კიდევ ერთხელ აღინიშნა საქართველოს მხარდაჭერა ორგანიზაციის პრიორიტეტების იმპლემენტაციის პროცესში, რაც გაეროს ქარტიის ღირებულებების და პრინციპების დაცვას, მშვიდობის უზრუნველყოფას, კეთილდღეობას და მდგრად

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor