
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
თურქეთში, კაჰრამანმარაშის რეგიონში 5.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
თურქეთში, კაჰრამანმარაშის რეგიონში 5.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. თურქეთის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მიწისძვრა კაჰრამანმარაშის პროვინციაში, პაზარჯიკის რაიონში, ადგილობრივი დროით 09:31 საათზე მოხდა. დაშავებულების შესახებ ამ დრომდე ინფორმაცია არ გავრცელებულა. შეგახსენებთ, 2023 წლის 6 თებერვალს კაჰრამანმარაშის რეგიონში 7.7 და 7.6 მაგნიტუდის სიმძლავრის ორი მიწისძვრა მოხდა. საუკუნის კატასტროფას, რომელიც დაატყდა თავს კაჰრამანმარაშს, ასევე










