
- By Keti Khomeriki
- In განათლება, სიახლეები
გიორგი ამილახვარი – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დაფუძნება ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის უპრეცედენტო ქველმოქმედებაა, ეს ფასდაუდებელი ინვესტიციაა ქართულ განათლებაში
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პირველ კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. გიორგი ამილახვარმა კურსდამთავრებულებს სწავლის დასრულება მიულოცა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დაარსების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. „ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დაარსებით საქართველოში ეპოქალური მნიშვნელობის პროექტი განხორციელდა. ეს არის უდიდესი და ყველაზე თანამედროვე საგანმანათლებლო ცენტრი მთელ რეგიონში. ჩვენ თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციების








