
- By Keti Khomeriki
- In პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე – ოპოზიციაში მოქმედებენ არა ქართული საზოგადოების დაკვეთის შესაბამისად, არამედ მათი ერთადერთი მოტივაციაა, რას იტყვის „კოლექტიური კუბილიუსი“, ისინი დამარცხდებიან ამ არჩევნებზე
პოლიტიკოსი, რომელიც არის პასუხისმგებლობით განმსჭვალული საკუთარი ქვეყნის წინაშე, უნდა ეყრდნობოდეს საზოგადოების განწყობებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ოპოზიცია ყოველ ჯერზე, როდესაც საუბრობენ, ეყრდნობიან ხოლმე არა ქართული საზოგადოების განწყობებს, არამედ კუბილიუსის, რასას და სხვა უცხოელი პოლიტიკოსების განცხადებებს. „ეს არის მათი ყოველდღიური დღის წესრიგი. რეალურად, პოლიტიკოსი, რომელიც არის პასუხისმგებლობით გამსჭვალული










