
- By Keti Khomeriki
- In სამართალი
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პედოფილიის რეესტრისა და მონიტორინგის მექანიზმის შექმნის ინიციატივა კრიმინოლოგებს წარუდგინა
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, კოკა კაციტაძემ, მოადგილესთან, ნათია სონღულაშვილთან ერთად, კრიმინოლოგებსა და დარგის ექსპერტებს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინიციატივა გააცნო, რომელიც პედოფილიასა და სექსუალური გამოძალვისთვის მსჯავრდებული პირებისთვის ელექტრონული რეესტრისა და სახელმწიფო მონიტორინგის მექანიზმის შექმნას ისახავს მიზნად. ელექტრონულ რეესტრში შეყვანას, მონიტორინგს და უფლებების ჩამორთმევას დაექვემდებარებიან ის მსჯავრდებულები, რომელთაც სპეციალური საგამოძიებო სამსახური გამოავლენს მცირეწლოვანი ბავშვების, არასრულწლოვანი პირების მიმართ










