
- By Keti Khomeriki
- In სამართალი
სახალხო დამცველი აცხადებს, რომ მისი თხოვნით ცვლილება შევიდა ბრძანებაში, რომელიც უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში რეგისტრაციას ეხება
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში რეგისტრაციის ვალდებულების მქონე ორგანიზაციებს აღარ ეკისრებათ ყოველწლიურად წარსადგენ, საჯაროდ გამოქვეყნებას დაქვემდებარებულ საფინანსო დეკლარაციებში დასაქმებულთა, ასევე სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში მყოფ პირთა თუ ბენეფიციარების და სხვა პირთა პირადი ნომრების, საბანკო ანგარიშის ნომრების და საფინანსო ინსტიტუტების ასახვა. „როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, 2024