
- By Keti Khomeriki
- In სამართალი
საქართველოსა და საბერძნეთს შორის მართვის მოწმობების ურთიერთაღიარების და გადაცვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდა
შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ოფიციალური ვიზიტით საბერძნეთის რესპუბლიკაში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში ვახტანგ გომელაურმა, მოადგილე ალექსანდრე დარახველიძესთან ერთად შეხვედრა გამართა საბერძნეთის რესპუბლიკის ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის მინისტრთან ქრისტოს სტაიკურასთან. შეხვედრის დასრულების შემდეგ ვახტანგ გომელაურმა და ქრისტოს სტაიკურასმა მართვის მოწმობების ურთიერთაღიარების და გადაცვლის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. შეთანხმების ხელმოწერას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საბერძნეთის რესპუბლიკაში –










