
- By Keti Khomeriki
- In სიახლეები
შალვა პაპუაშვილი – კიდევ ერთხელ ვადასტურებთ კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარებისადმი ხელისუფლების სრულ მხარდაჭერას, შერიგება მშვიდობისკენ მიმავალი გზის განუყოფელი ნაწილია
მშვიდობის საერთაშორისო დღეს, მინდა, განსაკუთრებით აღვნიშნო ჩვენს ქვეყანასა და მსოფლიოში მშვიდობის გადამწყვეტი მნიშვნელობა. დღეს ვსაუბრობთ მშვიდობისა და ჰარმონიის ხელშეწყობის საერთო პასუხისმგებლობაზე, რომელიც, დღეს, როგორც არასოდეს, მსოფლიო მთავრობების მიზანი და ამოცანა უნდა იყოს, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მშვიდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე – „ახალგაზრდები უკეთესი მომავლისათვის“ სიტყვით გამოსვლისას. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, დღევანდელ










