
ბიძინა ივანიშვილი – ჩემი და ჩემი მეუღლის სახელით, მწუხარებას გამოვთქვამ გივი შაჰნაზარის გარდაცვალების გამო, ქვეყანას დააკლდა არა მხოლოდ გამორჩეული საზოგადო მოღვაწე, არამედ ღირსეული ადამიანი
„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი პოეტისა და მთარგმნელის, გივი შაჰნაზარის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. „ჩემი და ჩემი მეუღლის სახელით, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ პოეტისა და მთარგმნელის, თბილისის საპატიო მოქალაქის, გივი შაჰნაზარის გარდაცვალების გამო. დიდია გივი შაჰნაზარის წვლილი ქართული ლიტერატურის გამდიდრების საქმეში. მან ჩვენს საზოგადოებას დაუტოვა ქართულ ენაზე ნათარგმნი საიათნოვას ლექსები, სომხური, აფხაზური და ოსური პოეზიის










