
- By Keti Khomeriki
- In პოლიტიკა, სიახლეები
ცესკო – სამწუხაროა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ დისკრედიტაციულ კამპანიაში ჩართულია პრეზიდენტის ინსტიტუტიც
26 ოქტომბრის არჩევნებისთვის საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნამდე რამდენიმე დღე რჩება და საარჩევნო ადმინისტრაცია კანონმდებლობის შესაბამისად განახორციელებს ყველა პროცედურას, რომელიც საქართველოს ფარგლებს გარეთ კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობას უზრუნველყოფს. მიუხედავად ამისა, დაინტერესებული მხარეები ამ საკითხით მანიპულირებენ და ამომრჩეველი შეჰყავთ შეცდომაში, – ამის შესახებ ცესკო-ს განცხადებაშია ნათქვამი. ცესკო-ს განცხადებით, სამწუხაროა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ დისკრედიტაციულ კამპანიაში










