
- By Keti Khomeriki
- In სიახლეები
ირაკლი კობახიძე – მშვიდობა და უსაფრთხოება აუცილებელია ადამიანის უფლებებისა და მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად
მშვიდობა და უსაფრთხოება აუცილებელია ადამიანის უფლებებისა და მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად. მომავლის პაქტი გლობალურ მშვიდობასა და უსაფრთხოებას შეუწყობს ხელს, რაც გაერო-ს წესდების პრინციპებზეა დაფუძნებული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „მომავლის სამიტზე“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელიც გაერო-ს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის ფარგლებში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერის, ოლაფ შოლცისა და ნამიბიის პრეზიდენტის, ნანგოლო მბუმბას ორგანიზებით იმართება.










