
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
„როიტერის“ ცნობით, ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ წევრებს საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენება აუკრძალეს
სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ლიბანში პეიჯერებისა და სხვა საკომუნიკაციო მოწყობილობების აფეთქებების შემდეგ ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსში“, რომელიც ირანის შეიარაღებული ძალების ელიტურ ქვედანაყოფს წარმოადგენს, საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენება აკრძალეს. ამის შესახებ „როიტერი“ ირანის სპეცსამსახურებში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება. „ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა“ ყველა წევრს უბრძანა, შეწყვიტონ ნებისმიერი საკომუნიკაციო საშუალების გამოყენება მას შემდეგ, რაც გასულ კვირას ლიბანში










