
- By Keti Khomeriki
- In სამართალი
პოლიციამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, სექსუალური ხასიათის დანაშაულისა და გამოძალვის ბრალდებით თბილისში ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 2006 წელს დაბადებული რ.ხ. პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და გამოძალვის ბრალდებით მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შშს ავრცელებს. უწყების ცნობით, დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.










