
- By Keti Khomeriki
- In პოლიტიკა, სიახლეები
ირაკლი კობახიძე – დღეს რომ საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული ქვეყანა, აქვს სწრაფი ეკონომიკური ზრდა, მშვიდობა, პირველ რიგში, სწორედ ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა
დღეს რომ საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული ქვეყანა, აქვს სწრაფი ეკონომიკური ზრდა, მშვიდობა, პირველ რიგში, სწორედ ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველ ნომრად ბიძინა ივანიშვილის წარდგენისას განაცხადა. კობახიძის თქმით, ქართულ პოლიტიკაში ივანიშვილის შემოსვლა რომ არა, დღეს საქართველოში კვლავაც გაბატონებული იქნებოდა ავტორიტარიზმი, აგენტურის რეპრესიული, სრულიად ანტიევროპული მმართველობა.










