
- By Keti Khomeriki
- In სიახლეები
კახა კალაძე – ამაზე დიდი სიბინძურე რა უნდა იყოს, რომ კონკრეტული პოლიტიკური პარტიები, ტელევიზიები და წინასაარჩევნო კამპანია ნაძარცვი ფულით ფინანსდება
მძიმეა ის ფაქტი, რომ ნაძარცვი თანხები საქართველოშიც შემოდის და პოლიტიკა ფინანსდება, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ჩატარებულ გამოძიებას, რამაც დავით კეზერაშვილი და მისი გარემოცვა კიდევ ერთხელ გამოააშკარავა. მისივე თქმით, მსოფლიომ გაიგო თუ ვინ ძარცვავდა პენსიონერებს წლების განმავლობაში. „მთელმა მსოფლიომ გაიგო, ვინ ძარცვავდა ამ წლების განმავლობაში პენსიონერებს. ევროპის სხვადასხვა ქვეყანაშიც მიმდინარეობს










