
ინდოეთის მაღალრეიტინგული გამოცემების წარმომადგენლები საქართველოს ტურისტულ მიმართულებას ეცნობიან
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ინდოეთიდან პოპულარული გამოცემის, Deccan Herald-ის და ავიაკომპანია Indigo-ს, საბორტო ჟურნალის, Hello3E-ს წარმომადგენლებს მასპინძლობს. პრესტურის მონაწილეებმა თბილისი, მცხეთა, წყალტუბო, მარტვილის კანიონი, მესტია, უშგული, სიღნაღი, ლოპოტა და ლაგოდეხის ეროვნული პარკი დაათვალიერეს. საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები ზუგდიდში გემო ფესტს დაესწრნენ. Deccan Herald-ისა და Indigo-ს წარმომადგენლები ფესტივალის შესახებ მასალებს მოამზადებენ და მკითხველს ქართულ კულინარიას გააცნობენ. „ვფიქრობ,










