
ლევან დავითაშვილი ანაზღაურებადი სტაჟირების სამთავრობო პროგრამის მონაწილეებს შეხვდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში ანაზღაურებადი სტაჟირების სამთავრობო პროგრამა დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი პროგრამის მონაწილეებს შეხვდა, პირადად მიულოცა კონკურსში გამარჯვება და წარმატებები უსურვა. „ჩვენ გვქონდა მაღალი მოსწრების სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებთან გასაუბრებები, ისინი დაიწყებენ და შეიძენენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილებას, რაც,









