
კახა კალაძემ ნაძალადევის რაიონში რეკრეაციული სივრცე გახსნა
ნაძალადევის რაიონში, მეტროსადგურ „ღრმაღელესთან“ მდებარე სკვერს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. დასასვენებელი სივრცე თბილისის მერმა, კახა კალაძემ მოადგილეებთან – ირაკლი ბენდელიანთან, კახა გულედანთან, ანდრია ბასილაიასთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად გახსნა. „ბევრი ვიშრომეთ, რომ ეს სივრცე მოწესრიგებული და გალამაზებული ყოფილიყო, რათა ყველა თაობის ადამიანს სასიამოვნო საღამოების გატარების საშუალება ჰქონოდა. ამ ყველაფერში განსაკუთრებული როლი აქვს ნაძალადევის გამგეობას, გამგებელს და










