
- By Keti Khomeriki
- In სამართალი
ბლოგერ უჩა აბაშიძისა და მისი მეუღლის, მარიამ იაშვილის საქმის პროკურორი – დღეს დაკითხულმა მოწმემ სასამართლოს ბრალდების დამადასტურებელი ინფორმაცია მიაწოდა
ბლოგერ უჩა აბაშიძისა და მისი მეუღლის, მარიამ იაშვილის საქმის პროკურორის, ანი ხახანაშვილის განცხადებით, პროცესზე დღეს დაკითხულმა მოწმემ სასამართლოს ბრალდების დამადასტურებელი ინფორმაცია მიაწოდა. როგორც პროკურორი განმარტავს, მოწმემ მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებზე ისაუბრა. სახელმწიფო ბრალმდებლის თქმით, აღნიშნული ინფორმაცია მოწმეს გამოძიების ეტაპზეც ჰქონდა მიწოდებული, რაც სასამართლოშიც დაადასტურა. დაკავებული ცოლ-ქმრიდან ბრალს მხოლოდ მარიამ იაშვილი აღიარებს, უჩა აბაშიძე დუმილის უფლებით სარგებლობს.










