
- By Keti Khomeriki
- In პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე – მოვუწოდებ აშშ-ის საელჩოს, „ნაცმოძრაობისგან“ დაიბრუნოს გვერდის მართვის ფუნქცია, რომელმაც ამჯერად იერიში მიიტანა უკრაინის, მოლდოვისა და სხვა ევროპულ დემოკრატიებზე
მოვუწოდებ ამერიკის საელჩოს, დაიბრუნოს გვერდის მართვის ფუნქცია „ნაცმოძრაობისგან“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე „ფეისბუქის“ გვერდზე წერს. მდინარაძე აღნიშნული პოსტით საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ ბოლო დღეებში სოციალურ ქსელში გავრცელებულ ქარდებს გამოეხმაურა. „მოვუწოდებ ამერიკის საელჩოს, დაიბრუნოს გვერდის მართვის ფუნქცია „ნაცმოძრაობისგან“, რომელმაც ამჯერად იერიში მიიტანა უკრაინის, მოლდოვისა და სხვა ევროპულ დემოკრატიებზე, სადაც ათეულობით პარტია










