
- By Keti Khomeriki
- In პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე – აშშ-ის ელჩს ვთხოვდი, უფრო ღრმად ჩაიხედოს საკუთარი თანამშრომლების საქმიანობაში, რომლებიც სიცრუის შემცველ ქარდებს ამზადებენ
ვთხოვდი აშშ-ის ელჩს, უფრო ღრმად ჩაიხედოს მათ შორის იმ თანამშრომლების საქმიანობაში, რომლებიც ასეთ ქარდებს ამზადებენ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. ირაკლი კობახიძეს კითხვა დაუსვეს საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ ბოლო დღეებში სოციალურ ქსელში გავრცელებულ ქარდებთან დაკავშირებით. „ამასთან დაკავშირებით ძალიან ღრმა კომენტარს არ გავაკეთებ. სამწუხარო ის არის, რომ გუშინდელი, გუშინწინდელი ქარდები შეიცავდა არასწორ ინფორმაციას,










